Accessibility links

logo-print

უკრაინის აღმოსავლეთში "ათასობით რუსი სამხედროა"


უკრაინის აღმოსავლეთში სპეცოპერაციის შტაბის წარმომადგენელმა ანტონ მირონოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აღინიშნა რუსეთის საჯარისო დაჯგუფების ყოფნა - დაახლოებით, ცხრა ათასი ადამიანისა, რომლებსაც შეიარაღებაში აქვთ რამდენიმე ასეული ჯავშანსატანკო ტექნიკა, 150 ერთეული საარტილერიო იარაღი და ზალპური ცეცხლის დაახლოებით ასი რეაქტიული სისტემა. 4 ივნისს მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რადაში გამოსვლისას. პოროშენკომ განაცხადა რომ „უკრაინასთან საზღვრის ახლოს რუსეთის ჯარის კონცენტრაცია ერთი წლის წინანდელზე 15-ჯერ მეტია“-ო.

XS
SM
MD
LG