Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის პრევენციის მიზნით შეიცვალა მდინარე ვერეს კალაპოტი


მდინარე ვერესთვის კალაპოტის შეცვლა მოხერხდა თბილისში, წყნეთის ქუჩის 13 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარეს მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა. სამინისტროს განმარტებით, სტიქიის პრევენციის მიზნით მოიჭრა კლდის ნაწილი და მდინარის კალაპოტი შეიცვალა. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მდინარის კალაპოტის მარჯვენა მხარეს დამცავი კედლის ასაშენებლად. მდინარე ვერეს კალაპოტში დაბრუნების შედეგად ფუნქცია აღუდგა ცხოველთა თავშესაფართან დამაკავშირებელ ხიდს, რამაც შესაძლებელი გახადა იქ დარჩენილი ცხოველების ლეშის ტერიტორიიდან გატანა.

XS
SM
MD
LG