Accessibility links

logo-print

პირველ სხდომას გამართავს სტიქიის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია


დღეს პირველ სხდომას გამართავს უწყებათშორისი კომისია, რომელიც მდინარე ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის და ორგანიზებას გაუწევს აღდგენით სამუშაოებს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის კარი ღიაა დამოუკიდებელი ექსპერტებისთვისაც. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ას მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება. დღესვე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის შეფასებაში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტებიც, რომლებსაც მსოფლიო ბანკი გამოგზავნის.

XS
SM
MD
LG