Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა და რუსეთმა მილსადენის შეთანხმებას გააფორმეს


საბერძნეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც თურქეთის ნაკადის მილსადენის ევროპისკენ, საბერძნეთის ტერიტორიაზე გავრცობას ითვალისწინებს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა და ბერძენმა კოლეგამ, პანაგიოტის ლაფაზარისმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს პეტერბურგში, 19 ივნისს, ეკონომიკური ფორუმის კულუარებში. ლაფაზარისმა განაცხადა, რომ მილსადენს დააფინანსებს რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკი, "ვები“. მან დასძინა, რომ საფინანსო კრიზისის ვითარებაში, საბერძნეთს ზეწოლა კი არა, დახმარება სჭირდებოდა და რომ რუსეთის მხარდაჭერა არ არის მიმართული სხვა ქვეყნების ან ევროპის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, საბერძნეთს მილსადენი მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნად აქცევს და მილიონობით დოლარს მოუტანს სატრანზიტო გადასახადის სახით.

XS
SM
MD
LG