Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონის მარათონის მონაწილის მეგობარს ორწელიწადნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


აშშ-ში, ბოსტონში, მარათონის დროს აფეთქების მომწყობის, ჯოხარ ცარნაევის მეგობარს ორწელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ იმის გამო, რომ გამოძიების ფედერალური უწყების თანამშრომლებს მომხდარის გამოძიებაში ხელი შეუშალა. ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქეა. ხაირულოჟონ მატანოვი დამნაშავედ სცნეს გამომძიებლების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში, როცა არ აღიარა ძმებ ცარნაევებთან შეხვედრა, რომელიც უშუალოდ აფეთქების შემდეგ ნახევარ საათში შედგა.როცა შეიწყო აფეთქებასთან ძმების კავშირის შესახებ, წაშალა საინტერნეტო კავშირები და იცრუა მათთან კავშირის თაობაზე. ხელისუფლების თქმით, მან ძმების გეგმებზე არაფერი იცოდა, მაგრამ მისმა ტყუილებმა დრო დააკარგვინა გამომძიებლებს.

XS
SM
MD
LG