Accessibility links

logo-print

რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების ვადაზე სამი თვით ადრე ჩატარებას. კრიტიკოსების აზრით, კრემლი ასეთ ნაბიჯს დგამს ოპოზიციის დასასუსტებლად. სახელმწიფო სათათბიროს 339 წევრი 101-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიემხრო კანონპროექტს. თავი შეიკავა ერთმა დეპუტატმა. კანონპროექტის დასამტკიცებლად მოგვიანებით საჭირო იქნება პარლამენტის ზედა პალატაში მისი დამტკიცება და პრეზიდენტის ხელმოწერა. კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის დეკემბრის ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში ჩატარდება. შესაბამისად, თბილი ამინდის პირობებში, რუსეთის მოქალაქეების, სავარაუდოდ, ნაკლები რაოდენობა გამოიჩენს ინტერესს კენჭისყრის მიმართ.

XS
SM
MD
LG