Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ დაუდგენელია თბილისში სტიქიის შემდეგ დაკარგული ვეფხვის ადგილსამყოფელი


თბილისში 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ მოქმედი კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და ურჩევს, თავი შეიკავოს ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან, იქ ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის ყოფნის შესაძლო საფრთხის გამო. საბჭოს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, მონადირეთა ჯგუფების დახმარებით, შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც რამდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. ნადირის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ გაურკვეველი რჩება ერთი ვეფხვის და ერთი ზოლიანი აფთრის ადგილსამყოფელი.

XS
SM
MD
LG