Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი თვლის, რომ ირანი მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებს


ობამას ადმინისტრაციის ცნობით, ირანი მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს და ზოგჯერ ზრდის კიდეც მათთვის დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სანქციების გაუქმების იმედი აქვს. აშშ-ის შეფასებით, ვარაუდობენ, რომ არც პრეზიდენტ როჰანის არჩევამ, არც აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან ბირთვულ სფეროში შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობამ არ გახადა ირანის საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ზომიერი. ტერორიზმის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშის თანახმად, ირანმა გაზარდა დახმარება ერაყში მებრძოლი შიიტი რაზმებისთვის,ის ასევე უწევს მრავალმხრივ მხარდაჭერას ლიბანის ჰიზბოლას და ისლამურ ჯიჰადს.

XS
SM
MD
LG