Accessibility links

logo-print

რუსეთი საფრანგეთს აფრთხილებს, რომ აქტივებს გაუყინავს


სანამ საფრანგეთი რუსეთის აქტივებს გაუყინავდეს ჰააგის სააარბიტრაჟო საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსკოვმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ საპასუხოდ, არა მხოლოდ საფრანგეთის მთავრობის და კომპანიების, არამედ საფრანგეთის მოქალაქეების აქტივებს გაყინავს. დოკუმენტი ამ მუქარის თაობაზე რადიო თავისუფლებას ჩაუვარდა ხელში. რუსეთმა დაადასტურა, რომ საფრანგეთსა და ბელგიაში რუსეთის სახელმწიფო აქტივების გაყინვაზე გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ბელგიაში სასამართლოების წარმომადგენლებმა ათობით კომპანიასა და სხვა ორგანიზაციას შეატყობინეს ბელგიის გეგმის შესახებ, დააყადაღოს რუსეთის სახელმწიფო აქტივები, რათა დააფინანსოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთში დაშლილ კომპანია „იუკოსის“ აქციების მფლობელებს კომპენსაცია ეკუთვნის. მოსკოვში სასამრთლოების გადაწყვეტილების გატარების დაწყებას აღშფოთება მოჰყვა. კრემლში თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება არაკანონიერია. ვლადიმირ პუტინმა განაცხად, რომ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ქვეყნებზე ვრცელდება, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროპის ენერგეტიკის ქარტიას, რომელიც რუსეთს არ დაუმტკიცებია, ასე რომ ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამარლოს იურისდიქციასო, თქვა პუტინმა.

XS
SM
MD
LG