Accessibility links

logo-print

რუსეთი არ ემხრობა გაეროს რეზოლუციას სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის შესახებ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ გაეროს რეზოლუციის მიღება იმის თაობაზე, რომ გაერომ ვერ გაართვა თავი ამოცანას, შეეჩერებინა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა, ბალკანეთში ეთნიკურ დაძაბულობას გააძლიერებს. ლავროვმა ეს განაცხადა 19 ივნისს, ბოსნია- ჰერცეგოვინის სერბული ნაწილის პრეზიდენტ, მილორად დოდიკითან საუბრისას, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. ლავროვის თანახმად, რეზოლუცია, რომელიც ბრიტანეთის ინციატივას წარმოადგენს, ანტისერბული ბუნებისაა და მოვლენებს არასწორად ასახავს. დოდიკმა განაცხადა 17 ივნისს, რომ ის მოითხოვს სერბიის ტრადიციული მოკავშირე რუსეთისგან, გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ დაუშვას რეზოლუციის მიღება. რეზოლუციის პროექტი სრებრენიცაში მაჰმადიანი კაცების მასობრივი დახოცვის ოცი წლისთავის გამო იქნა შექმნილი.

XS
SM
MD
LG