Accessibility links

logo-print

ირანელ ქალებს არ მისცეს ფრენბურთის მატჩზე დასწრების უფლება


ირანელ ქალებს არ დართეს ნება დასწრებოდნენ ირანის და აშშ-ის გუნდებს შორის საერთაშორისო თამაშს ფრენბურთში, რომელიც ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ლიგის ჩარჩოებში გაიმართა თეირანში და რომელიც ირანმა მოიგო ანგარიშით 3:0. მატჩამდე ირანელ ქალებს იმედი ჰქონდათ, რომ თეირანის „აზადის“ სპორტულ კომპლექსში შესვლის ნებართვას მიიღებდნენ, რადგან მათ მთავრობამ პირობა მისცა აკრძალვის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ. ამის თაობაზე ივნისის დასაწყისში განაცხადა ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, შაჰინდოხთ მოლავერდიმ. მის განცხადებას კრიტიკით შეხვდნენ კონსერვატული ძალები, რომელთა წარმომადგენელებმა მცირე დემონსტრაციაც მოაწყვეს სპორტის სამინისტროსთან. მათი ზოგიერთი წარმომადგენელი იმუქრებოდა, რომ სისხლი დაიღვრებოდა, თუ ქალებს თამაშზე დაასწრებდნენ.

XS
SM
MD
LG