Accessibility links

logo-print

სამხრეთ კაროლინაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი კოლეჯზე თავდასხმას გეგმავდა


ამერიკის შტატ სამხრეთ კაროლინაში, ჩარლსტონის ისტორიულ ეკლესიაში ცხრა შავკანიანი მლოცველის მოკვლაში ეჭვმიტანილი კაცი, თავიდან კოლეჯზე თავდასხმას გეგმავდა.თეთრკანიანი დილან რუფის ამ განზრახვის შესახებ აშშ-ის მედიას ამცნო მისმა შავკანიანმა მეზობელმა, 22 წლის, კრისტონ სკრივენმა, რომლისთვისაც, ბოლო შეხვედრის დროს, რუფს უთქვამს, კოლეჟის დაცხრილვა მინდაო. სკრივენის თქმით, გეგმები ალბათ იმიტომ შეიცვალა რუფმა, რომ კოლეჯის ტერიტორიაზე შესვლა უფრო რთულად ეჩვენებოდა. 17 ივნისის თავდასხმა ეკლესიაში მოხდა იმ საპროტესტო ტალღის შემდეგ, რომელიც მოიტანა პოლიციელების მიერ უიარაღო შავკანიანი მოქალაქეების დახოცვის არაერთმა შემთხვევამ.

XS
SM
MD
LG