Accessibility links

logo-print

ავღანეთის უშიშროების ძალები კონტრშეტევისთვის ემზადებიან


ავღანეთის უშიშროების ძალები 21 ივნისს თალიბანის და „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე შუა აზიელი მეომრების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან. ყუნდუზის პროვინციის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის, მოჰამად იუსუფ აიაუბის თქმით, მეამბოხეებმა დაიკავეს ყუნდუზის ერთი ოლქი, ჩანდარა, 20 ივნისს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, რომ მდინარე ყუნდუზი, პროვინციის დედაქალაქ ყუდნუზიდან ხუთ კილომეტრში გაედინება და ბუნებრივ საზღვარს ქმნის მთავრობის ძალებსა და მეამბოხეთა რაზმებს შორის. თალიბანმა და შუა აზიელმა მეომრებმა აპრილში დაიწყეს იერიში, როცა პროვინციაში ორ ათასი მეომარი შეიყვანეს. ავღანეთის კიდევ ერთი პროვინციიდან, სხვა რეგიონიდან, ბადახშანიდან იტყობინებიან, რომ მთავრობის ძალებმა მოახერხეს ამ პროვინციის ერთი ოლქის, იამგანის დაბრუნება. იამგანი ადრე მეამბოხეებმა ჩაიგდეს ხელში.

XS
SM
MD
LG