Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთი ვიკილიქსის მიერ გავრცელებული არაერთი დოკუმენტის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს


საუდის არაბეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ნუ გაავრცელებენ ვიკილიკსის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლებიც შეიძლება ყალბი იყოს. იგულისხმება დოკუმენტები, დიპლომატიური წერილები, რომლებიც გამოაქვეყნა მამხილებელმა ორგანიზაცია ვიკილიკსმა.19 ივნისს გავრცელებული წერილების რაოდენობა სულ 60 ათასია, ესაა საუდის არაბეთის დიპლომატიური ფოსტა არაბულ ენაზე. ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ უარყოფს ყველა დოკუმენტის ავთენტურობას. ვიკილიკსის წარმომადგენლმა, კრისტინ ჰრაფნსონმა 19 ივნისს განაცხადა, რომ დოკუმენტები ავთენტურია, თუმცა წყარო არ დაუდასტურებია.

XS
SM
MD
LG