Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიამ მოუხსნა ყადაღა რუსეთის საელჩოს საბანკო ანგარიშებს


ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ დაიწყო რუსეთის საელჩოს ანგარიშებზე ყადაღის მოხსნა. ეს ანგარიშები გაყინეს სანავთობო კომპანია იუკოსის აქციონერთა საჩივრის გამო, როცა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს დააკისრა მათთვის თანხების ანაზღაურება, მოსკოვი კი, ჩანდა, არ აპირებდა მოთხოვნების შესრულებას. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთში გამოსვლისას, დაადასტურა, რომ „აი-ენ-ჯი“ ბანკში რუსეთის დიპლომატიურ ანგარიშებს ღადაღა მოუხსნეს. რეინდერსმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა ბანკების შემთხვევაშიც ასევე მოხდება. 19 ივნისს მოსკოვმა მუქარა გამოთქვა, რომ თუ ბელგიასთან დაკავშირებულ უცხოურ ფირმებს აქტივებს გაუყინავდა საპასუხო ნაბიჯად. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ჩვენს ინტერესებს დავიცავთო. იუკოსის ყოფილმააუქციონერებმა, მათ ინტერსებს იცავს ფირმა „იუკოს იუნივერსალი“, განაცხადეს, რომ რუსეთის აქტივები გაყინულია საფრანგეთშიც.

XS
SM
MD
LG