Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ევროპაში იწყებს მოგზაურობას


ევროპაში იწყებს მოგზაურობას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. ეშ კარტერის ვიზიტის მიზანია ნატოელ მოკავშირეებთან თანამშრომლობის გამო შეხვედრები, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე. კარტერი თავიდან სტუმრობს გერმანიას, ასევე ნიდერლანდს და ნორვეგიას, მოგვიანებით კი 23 ივნისს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. შემდეგ კარტერი ბელგიაში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება, ამ რანგში პირველად. მოგვიანებით ის კიდევ ერთხელ ჩავა გერმანიაში, სადაც აშშ-ს 65 ათასი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

XS
SM
MD
LG