Accessibility links

logo-print

ისლამურმა სახელმწიფომ პალმირაში „ნაღმები განათავსა“


ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის მეთვალყურეთა ჯგუფის ინფორმაციით, ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ანტიკურ ქალაქ პალმირას ძველ ნაწილში ნაღმები და ასაფეთქებელი მასალა განათავსა. მეთვალყურეთათვის არ არის ცხადი, რატომ განათავსეს ასაფეთქებელი მასალა, 20-საუკუნიანი ქალაქის გასანადგურებლად, თუ მთავრობის ძალებისგან თავდასაცავად. ცნობით, მთავრობის ჯარმა ბოლო სამ დღეში ქალაქის დასახლებული უბანი დაბომბა, რასაც11 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის სიძველეთა უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისლამური სახელმწიფოს მეომრების ხელში პალმირა მძევალია. როცა ექსტრემისტებმა ქალაქი დაიკავეს, გავრცელდა შიში, რომ ისინი მას დაანგრევენ.

XS
SM
MD
LG