Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ ჯაზირა გერმანიას თავისი თანამშრომლის განთავისუფლებას სთხოვს


ტელეარხმა „ალ-ჯაზირამ“ გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს მისი თანამშრომელი, მანსურ აჰმედი, რომელიც ბერლინში, ტეგელის აეროპორტში, ეგვიპტის მოთხოვნით, დააკავეს, როცა დოჰაში აპირებდა გაფრენას. „ალ-ჯაზირის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არც ერთი ქვეყანა არ უნდა გახდეს ეგვიპტის იარაღი, მედიის შევიწროვების საქმეში და მით უმეტეს გერმანია, რომელიც მედიის თავისუფლებას პატივს სცემს. გერმანიაში, როგორც აჰმედმა განაცხადა, მას უთხრეს, რომ გერმანიის მოთხოვნითაა დაკავებული. გერმანიის პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ შეისწავლიან დაპატიმრების შესახებ ეგვიპტის მიერ გაცემულ ორდერს. ეგვიპტეში აჰმედს 15 წელი აქვს მისჯილი ერთი იურისტის წამების გამო ტაჰრირის მოედანზე, 2011 წელს. ტელეარხი და ბრალდებული უარყოფენ ასეთ ფაქტს. ეგვიპტის ხელისუფლება „ალ ჯაზირას“ , აკრძალული „მუსლიმთა საძმოს" რუპორად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG