Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთში არმიის ორი ჯარისკაცი მოკლეს


უკრაინის არმიის თანახმად, მისი ორი ჯარისკაცი მოკლეს აღმოსავლეთ უკრაინაში არმიასა და სეპარატისტთა რაზმებს შორის ბრძოლის დროს. დაჭრილთა რაოდენობა ექვსია. არმიის წარმომადგენლის, ანდრი ლისენკოს თქმით, დაპირისპირება საარტილერიო ცეცხლით ხდებოდა. მისი თქმით, მარიუპოლთან ბოლო ხანს სროლა გახშირდა. სეპარატისტთა ცნობით, ერთი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული და მეორე დაშავდა, როცა დონეცკის დასახლებულ არეალს დაუშინეს ცეცხლი. შარშან აპრილის შემდეგ უკრაინის კონფლიქტს 6400 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG