Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის კომიტეტი იმსჯელებს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსის" 273-ე მუხლში იგეგმება, სადაც შენიშვნის სახით გაჩნდება ჩანაწერი, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება. დანართებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები კი სწორედ, კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანაა. ამასთან, დეპუტატი კანონმდებლებს სთავაზობს მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის შემცირებას 500 ლარიდან 100 ლარამდე, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 300 ლარამდე შემცირებას. გარდა ამისა, კანონპროექტის შესწორებები ითვალისწინებს 15-დღიანი ადმინისტრაციული დაკავების გაუქმებას.

XS
SM
MD
LG