Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი განიხილავს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტს


პარლამენტი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს.მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი წარუდგენს. პროექტი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის სოციალურ შეღავათებს, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, საგადასახადო შეღავათების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათები ამოქმედდება პერიოდულად, სრულად კი - 2018 წლიდან.

XS
SM
MD
LG