Accessibility links

გიორგი ქადაგიძე: სტიქიით დაზარალებულებს შესაძლოა, სესხის დიდი ნაწილი ჩამოეწეროს


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება სრული მონაცემები იმ საკრედიტო დავალიანებების შესახებ, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია. "ამის თაობაზე კომერციული ბანკები თავად გააკეთებენ განცხადებას. ამ ეტაპზე საუბარია სასესხო დავალიანების დიდი ნაწილის ჩამოწერაზე, მაგრამ დაველოდოთ ბანკების განცხადებას", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ქადაგიძემ. ქადაგიძის განცხადებით, იქ, სადაც არსებობს სადაზღვევო გარანტიები, სასესხო ვალდებულებებს დაზღვევა გადაფარავს, ხოლო სადაც არ არსებობს - იქ სხვა მიდგომა იქნება. მისივე თქმით, ამ მხრივ, ყველა მიმართულებით ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო.

XS
SM
MD
LG