Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები


სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონაში ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსი" სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სტიქიის ზონებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ანტისეპტიკური და ასეპტიკური მეთოდებით დაიწყო. ტერიტორიის ე.წ. ,,თერმული ნისლით" დამუშავება სპეციალური სამანქანო დანადგარებითა და მექანიკური ზურგსაკიდი აპარატების მეშვეობით ხორციელდება. სადეზინფექციო სამუშაოები სვანიძის ქუჩის, ზოოპარკის, მზიურისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს და სტიქიის შემდეგ ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ტარდება.

XS
SM
MD
LG