Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა სენატორ ჯონ მაკკეინს


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი GLOBSEC-ის ფარგლებში სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორმა გიორგი მარგველაშვილს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ამერიკის მეგობრული ურთიერთობა განიხილეს; ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოსთვის აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა. სენატორმა მაკკეინმა ყურადღება საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა. თავის მხრივ, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს.

XS
SM
MD
LG