Accessibility links

ტერორისტებმა პალმირის ნანგრევებთან დაამონტაჟეს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები


ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა უძველეს ქალაქ პალმირის ნანგრევებთან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები და ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ უფლებადამცველები, რომლებიც სირიაში მიმდინარე ომის მონიტორინგს აწარმოებენ. აქტივისტების სიტყვებით, ჯერ არ არის გარკვეული ასაფეთქებელი მოწყობილობები დამონტაჟდა ისტორიული ძეგლის გასანადგურებლად თუ იმ მიზნით, რომ სირიის არმიის დანაყოფებმა ვერ შეძლონ ქალაქ ტადმორთან მიახლოება, რომლის ტერიტორიაზეცაა განთავსებული უძველესი ნანგრევები. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძლებმა პალმირი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, მიმდინარე წლის მაისში დაიკავეს.

XS
SM
MD
LG