Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა, რუსეთს სანქციები კვლავ გაუხანგრძლივონ


დღეს ლუქსემბურში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა, განხილვის გარეშე გაახანგრძლივონ. ამის შესახებ The Wall Street Journal ევროპულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გასული წლის ზაფხულში ყირიმის ანექსიის და დონბასის კონფლიქტში ინტერვენციის გამო დაუწესა. თავდაპირველად ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა ევროპელ ლიდერთა ნაწილი, მათ შორის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, ასევე უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. თუმცა, The Wall Street Journal-ის ცნობით, ამჟამად ევროკავშირის ლიდერებს შორის სანქციების საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი კონსენსუსია.

XS
SM
MD
LG