Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონ კარტერი: დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან კიდევ დიდხანს გასტანს


პენტაგონის ხელმძღვანელის ეშტონ კარტერის განცხადებით, აშშ და მათი მოკავშირეები ნატოში ელიან, რომ დაძაბული ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან კიდევ დიდხანს გასტანს. კარტერის სიტყვებით, რუსეთის პოლიტიკური კურსი არც მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში და სავარაუდოდ, არც მას მერე შეიცვლება, ამიტომ ნატომ რუსეთთან ურთიერთობის მკაცრი, მაგრამ დაბალანსებული მიდგომა უნდა განაგრძოს. კითხვაზე პასუხად, შეცვლის თუ არა პუტინი თავის პოლიტიკას, კარტერმა უპასუხა, რომ ის ამას იმედოვნებს, თუმცა დარწმუნებული ვერ იქნება. ნატო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ კარტერმა ჟურნალისტებთან ევროპაში თავისი ერთკვირიანი ტურნეს დასაწყისში ისაუბრა. კარტერი 22-26 ივნისს გერმანიაში, ესტონეთსა და ბელგიაში ჩავა, რათა რუსეთის გამოწვევები განიხილოს.

XS
SM
MD
LG