Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპოლი ბლოკავს „ისლამური სახელმწიფოს“ სოციალური ქსელების ანგარიშებს


ევროპის მასშტაბით შეიქმნება პოლიციელთა სპეციალური ჯგუფი. პოლიციელები სოციალურ ქსელებში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფ მომხმარებლების პირად გვერდებს მოძებნიან და დაბლოკავენ. ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტის ინფორმაციით, მხოლოდ „ტვიტერში“ ასეთი დაახლოებით 90 ათასამდე პირადი გვერდია გახსნილი. სწორედ მათი საშუალებით ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალი მებრძოლების მოძიება. ევროპოლი ითანამშრომლებს რამდენიმე სოციალურ ქსელთან, თუმცა ამ ეტაპზე მათი ვინაობა არ ვრცელდება. სოციალური ქსელები პოლიციას ჯიჰადისტების სოციალური ექაუნთების გამოვლენაში თანამშრომლობას გაუწევენ. პოლიცია მუშაობას პირველი ივლისიდან შეუდგება. ევროპოლის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების სურვილი 5000-მდე ევროპელმა გამოთქვა.

XS
SM
MD
LG