Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მოიგერიეს პარლამენტზე თალიბების თავდასხმა


ქაბულში თალიბებმა იერიში მიიტანეს პარლამენტზე, ხოლო ჩრილოეთ ავღანეთში ბოლო ორ დღეში უკვე მეორე რაიონი გადავიდა ექსტრემისტების ხელში. ქაბულის პოლიციის უფროსის, ებადულა ქარიმის ინფორმაციით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა პარლამენტის შენობასთან და რამდენიმე მებრძოლმა პოზიციები დაიკავა პარლამენტის მახლობლად მდებარე შენობაში. იუწყებიან ასევე, რომ უშიშროების ძალებმა უკუაგდეს ექსტრემისტები. პოლიციის ცნობით, იერიში დასრულდა მას შემდეგ, რაც მოკლეს ექვსივე თალიბი თავდამსხმელი. იუწყებიან, რომ ყველა პარლამენტარი უსაფრთხოდაა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მალევე იკისრა თალიბანმა. იუწყებიან ასევე, რომ თალიბებმა 22 ივნისს დაიპყრეს რაიონი ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე კუნდუზის პროვინციაში - წინა დღეს მეზობელ რაიონზე კონტროლის დამყარების შემდეგ. ავღანეთიდან უცხოელი ჯარისკაცების გაყვანამ და აშშ-ის საჰაერო დარტყმების შემცირებამ თალიბებს მისცა შესაძლებლობა, წამოეწყოთ იერიშები ავღანეთის რამდენიმე მნიშვნელოვან რაიონში.

XS
SM
MD
LG