Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სანქციები გაუხანგრძლივა რუსეთს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების 2016 წლის იანვრამდე გაგრძელებას. სანქციები 2014 წლის ივლისში შემოიღეს ერთი წლით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და, როგორც უკრაინაში და დასავლეთში აცხადებენ, შეუდგა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებას. მარტში ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სანქციები დამოკიდებულია რუსეთის როლზე მინსკში თებერვალში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებასთან მიმართებით. სანქციები მიმართულია რუსეთის ენერგეტიკის, საფინანსო და სამხედრო სექტორების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG