Accessibility links

logo-print

პაკისტანში სიცხემ 150-მდე ადამიანი შეიწირა


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, 148-მდე გაიზარდა კარაჩის რაიონში სიცხის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა. ყველა ამ შემთხვევაში, სიკვდილის მიზეზად მიჩნეულია სითბური დარტყმა. კარაჩიში - 20-მილიონიან საპორტო ქალაქში, რომელიც სამხრეთ პაკისტანში მდებარეობს - ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება 1979 წელს აღრიცხულ სარეკორდო მაჩვენებელს, 47 გრადუსს ცელსიუსით. მეტეოროლოგიის დეპარატამენტის მონაცემებით, ტემპერატურა მომდევნო დღეებში დაიწევს, მაგრამ მაინც მაღალი იქნება. მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი აარიდოს მზეზე ყოფნას.

XS
SM
MD
LG