Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ საბერძნეთის კრიზისზე


ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა შეწყვიტეს ისე, რომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარებაზე. მოგვიანებით გაიმართება ევროზონის ლიდერების შეხვედრა კრიზისზე მოსალაპარაკებლად. ფინანსთა მინისტრების შეხვედრას უძღვებოდა ევროჯგუფის თავმჯდომარე იერუნ დაისელბლუმი. მისი თქმით, ევროზონის სამიტზე განიხილავენ წინადადებებს, რომლებიც მათ კვირის მიწურულს გააცნო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა. ათენს ივნისის ბოლომდე რჩება დრო უცხოელ კრედიტორებთან შესათანახმებლად. მას დეფოლტი ემუქრება, თუ 1,5 მილიარდ ევროს არ გადაუხდის საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ევროკავშირს, სავალუტო ფონდსა და ევროპის ცენტრალურ ბანკს არ სურთ საბერძნეთისათვის მეტი დახმარების მიწოდება, თუ ათენი არ დაყაბულდება მათ მიერ მოთხოვნილ ეკონომიკურ რეფორმებს.

XS
SM
MD
LG