Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 220-ს გადააჭარბა სიცხის შედეგად გარდაცვლილების რიცხვმა


პაკისტანიდან გავრცელებული ცნობებით, 220-ს გადააჭარბა სამხრეთში მდებარე სინდჰის პროვინციაში სიცხის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობამ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, სითბური დარტყმის ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა პროვიცნიის უდიდეს ქალაქ კარაჩიში, სადაც ბოლო დღეებში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია. გარდაცვლილთა შორის ბევრი ხანდზმულია. მეტეოროლოგიის დეპარატამენტის მონაცემებით, ტემპერატურა 23 ივნისიდან დაიწევს. მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი აარიდოს მზეზე ყოფნას.

XS
SM
MD
LG