Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გაახანგრძლივა რუსეთის სანქციები


ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ექვსი თვით გაახანგრძლივეს რუსეთისთვის უკრაინაში ჩარევის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ამჟამინდელი ვითარებით, სანქციებს ვადა 2016 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდა. გადაწყვეტილება ლუქსემბურგში მიიღეს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩები 17 ივნისს შეთანხმდნენ, რომ გაახანგრძლივებდნენ სანქციებს, რომლებიც ეხება რუსეთის ენერგეტიკის, ფინანსების და სამხედრო სფეროებს. ამასთან, ერთი წლით გახანგრძლივდა ყირიმში ინვესტირებაზე დაწესებული აკრძალვა. სანქციები 2014 წლის ივლისში დაწესდა, როგორც პასუხი რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსირებაზე და უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერაზე.

XS
SM
MD
LG