Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერუჩაშვილი უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებს გააფორმებს არგენტინასთან, ურუგვაისთან და ჩილესთან


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი 22-26 ივლისს ეწვევა არგენტინას, ურუგვაის და ჩილეს და, როგორც სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სამივე ქვეყანასთან მოაწერს ხელს შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. „გარდა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებისა არგენტინა და საქართველო ხელს მოაწერენ შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ეკონომიკის საბაჟო და საგადასახადო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG