Accessibility links

logo-print

"ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა ანგარიში - "სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში"


„ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ყოველწლიური ანგარიშის - „სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში“ თანახმად, ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდი უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით რუსეთში გასულ წელს აღინიშნა. რუსეთმა და სხვა ავტორიტარულმა სახელმწიფოებმა გადადგეს აგრესიული ნაბიჯები ახალი დემოკრატიების წინააღმდეგ ევროპასა და ევრაზიაში. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებებს - ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას კასკადური ეფექტი ჰქონდა - რუსეთში დემოკრატიის ჩახშობისა და მეზობელ სახელმწიფოებში თავისუფლებისა და დემოკრატიის მიღწევების ჩაკვლის მხრივ, აცხადებს „ფრიდომ ჰაუსი“, რომლის ყოველწლიური ანგარიში „სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში“ ასახავს დემოკრატიის განვითარებას ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის 29 ქვეყანაში. ეკონომიკური ემბარგოს ფონზე პუტინის ბრძოლამ გადარჩენისთვის, საეჭვო შედეგი გამოიღო: „ეს არის ახალი სახის რუსული პროპაგანდა - სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედია, რომელიც ფართოდ ავრცელებს დეზინფორმაციას. სამიზნე კი არიან ქვეყნები, რომლებშიც მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი უმცირესობებია“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ანგარიშის ავტორმა სილვანა ჰედბენკ-კოლაჩკოვსკამ.

XS
SM
MD
LG