Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსი": საქართველო - 4,64 ქულა


„ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშში - „სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში“, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ფასდება 4,64 ქულით. შარშან საქართველოს 4,68 ქულა ჰქონდა. საუკეთესო შეფასება 1 ქულაა, ყველაზე ცუდი კი - 7. საქართველოში არსებული მმართველობა კვლავაც კლასიფიცირდება როგორც - „გარდამავალი მმართველობა ან ჰიბრიდული რეჟიმი“. მედიის თავისუფლება საქართველოში 4 ქულით შეფასდა. ანგარიშის ავტორი წერს, რომ უკრაინის გარდა საქართველოა ერთადერთი ქვეყანა ევრაზიის არეალში, სადაც გაუმჯობესდა საარჩევნო პროცესის რეიტინგი. „თავისუფალმა და უფრო კონკურენტულმა არჩევნებმა 2012 და 2013 წლებში შედეგად მოიტანა პლურალიზმის გაზრდა ქვეყანაში. 2014 წელს საქართველოს ქალაქებში პირველად ჩატარდა მერების პირდაპირი არჩევნები, რომელშიც აქტიურ კამპანიას აწარმოებდა 5 წამყვანი პარტია. თუმცა, მმართველმა ბლოკმა - „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა არჩევითი მერის ყველა ადგილი და უმრავლესობა ყველა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში“, - წერს „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის ავტორი.

XS
SM
MD
LG