Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სიცხისგან გარდაიცვალა 250 ადამიანი


250 ადამიანი გარდაიცვალა პაკისტანის სამხრეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო. ასობით ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. ყველაზე მეტად დაზარალდა 20-მილიონიანი კარაჩი, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია ცელსიუსის შკალით. მსხვერპლის უმრავლესობა ხანდაზმულები არიან, ვინც გაუწყლოვნებისა და სხეულის გადახურების გამო გარდაიცვალა. ვითარებას კარაჩიში ართულებს არასტაბილური ელექტრომომარაგება. აპრილ-მაისში პაკისტანის მეზობელ ინდოეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო თითქმის ორი ათას ხუთასი ადამიანი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG