Accessibility links

ღარიბაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება ადრეც უნდა მომხდარიყო


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წლევანდელი ბიუჯეტის კორექტირება ადრეც უნდა მომხდარიყო, თუმცა „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.“ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ბიუჯეტის კორექტირება დასჭირდა. „სერიოზული კრიზისიდან გამომდინარე, რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება, რადგან ყველგან, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში რთული ვითარებაა“, - განაცხადა პრემიერ-მიისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ახალ რეალობას უნდა მოერგოს და ამ რეალობის მიხედვით უნდა განვითარდეს.

XS
SM
MD
LG