Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტი შემცირდება დაახლოებით 140 მილიონი ლარით


დაახლოებით 140 მილიონი ლარით შემცირდება საქართველოს წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტი. მისი კორექტირებული ვარიანტი მთავრობას დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მინისტრის განმარტებით, შემცირება შეეხო მხოლოდ მიმდინარე და არა სოციალურ და კაპიტალურ ხარჯებს. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი თანხა, რომელიც მიმდინარე ხარჯებისთვის იყო განკუთვნილი, თავდაცვის და შს-თა სამინისტროებს მოაკლდა. ფინანსთა მინისტრის ცნობითვე, 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებით თანხას მიიღებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

XS
SM
MD
LG