Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი ნაწილობრივ იზიარებს პასუხისმგებლობას "მაიდნის" მსხვერპლის გამო


უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს მაიდანზე დაღვრილი სისხლის გამო. იანუკოვიჩმა 22 ივნისს ინტერვიუ მისცა BBC Newsnight-ს. ეს იყო ვიქტორ იანუკოვიჩის პირველი ინტერვიუ მას შემდეგ, რაც მან დატოვა უკრაინა. ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მას არასდროს უბრძანებია უშიშროების ძალებისთვის - ცეცხლი გაეხსნათ დემონსტრანტებისთვის, თუმცა, აღიარებს, რომ საკმარისი არ გააკეთა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად: „არასდროს გამიცია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანება. ეს არ შედიოდა ჩემს უფლებამოსილებაში... წინააღმდეგი ვიყავი ნებისმიერი ძალის გამოყენების, რომ არაფერი ვთქვათ ცეცხლსასროლ იარაღზე. მე სისხლისღვრის წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ უშიშროების ძალებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. მათ ჰქონდათ იარაღის გამოყენების უფლება“. კიევის ცენტრალურ მოედანზე შეტაკებებისას 100-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG