Accessibility links

პაკისტანში სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა


500-ზე ადამიანზე მეტი დაიღუპა პაკისტანის სამხრეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო. ათასობით ადამიანი საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.ყველაზე მეტად დაზარალდა 20-მილიონიანი კარაჩი, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია ცელსიუსის შკალით. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა სამხრეთით მდებარე სინდჰის პროვინციაში. მსხვერპლის უმრავლესობა ხანდაზმულები არიან, ვინც გაუწყლოვნებისა და სხეულის გადახურების გამო გარდაიცვალა. აპრილ-მაისში პაკისტანის მეზობელ ინდოეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო თითქმის ორი ათას ხუთასი ადამიანი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG