Accessibility links

logo-print

GWP: კანალიზაციის ჩადინება მდინარე ვერეში პრობლემებს არ ქმნის


"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ ვერეს ხეობაში წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით, ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის ცნობით, რადგან შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, გზისა და განახლებული საკანალიზაციო ქსელის აღდგენას, დაახლოებით, 30 დღე დასჭირდება, ამ პერიოდის მანძილზე კომპანია, დროებით, ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც, მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება. "საკანალიზაციო კოლექტორი პირვანდელი სახით საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ასევე აღნიშნავს, რომ საკანალიზაციო წყლების ჩადინება იმ ტერიტორიის სიახლოვეს არ ხდება, სადაც მოხალისეები მუშაობენ.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისელებისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს კავშირი არ აქვს მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით მარაგდება არაგვის ხეობიდან.

XS
SM
MD
LG