Accessibility links

აშშ ტანკებსა და არტილერიას განათავსებს ბალტიისპირეთში და აღმოსავლეთ ევროპაში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განათავსებს ტანკებს, არტილერიასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, რათა მხარი დაუჭიროს მოკავშირეებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციით არიან შეშფოთებულნი. კარტერმა, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე ბულგარეთმა, რუმინეთმა და პოლონეთმა თანხმობა გამოთქვეს თავიანთ ტერიტორიებზე სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად. სამხედრო ტექნიკის ნაწილი გერმანიაშიც განთავსდება. თითოეულ ქვეყანაში არსებული ტექნიკა საკმარისი იქნება 150-იდან 750-მდე ჯარისკაცის აღსაჭურვად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნატოს ქვეყნებში, რუსეთის საზღვართან ახლოს ტანკებისა და მძიმე ტექნიკის განთავსება იქნება ცივი ომის დასრულებიდან აშშ-ის მიერ განხორციელებული ყველაზე აგრესიული აქტი.

XS
SM
MD
LG