Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთების ძალებმა სირიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს


ქურთმა მებრძოლებმა და მათმა მოკავშირეებმა სირიის ჩრდილოეთით მდებარე რაქას პროვინციაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან დაპირისპირების შემდეგ დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი აინ ისა და მისი მიმდებარე სოფლები. ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის ცნობით ისლამური სახელმწიფოს თავდაცვითმა ხაზმა უკან დაიხია და ახლა ის აინ ისადან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ რაქასთან გადის, რომელიც ისლამურმა სახელმწიფოდ თავის დედაქალაქად გამოაცხადა. ისლამურმა სახელმწიფომ დამარცხებების სერია განიცადა მას შემდეგ, რაც იანვარში ქურთმა მებრძოლებმა თურქეთთან მოსაზღვრე ქალაქი ქობანი დაიკავეს.

XS
SM
MD
LG