Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გრძელდება დემონსტრაცია გუშინდელი ინციდენტის შემდეგ


რამდენიმე ათასი დემონსტრანტი აგრძელებს ქუჩაში საპროტესტო აქციას სომხეთის დედაქალაქის ცენტრში. დილით მჯდომარე აქციის დარბევისას პოლიციამ, წინასწარი ინფორმაციით, ათეულობით პირი დააკავა, მათ შორის - ჟურნალისტები. 7 დემონსტრანტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, სამი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულია აგრეთვე 11 პოლიციელი. საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „არა ძარცვას!“ ერევანში 19 ივნისს დაიწყო. მისმა მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამოაცხადეს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისვლით იმუქრებოდნენ, თუკი ხელისუფლება არ გააუქმებდა გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის შესახებ. 23 ივნისს საღამოს დემონსტრანტები გაემართნენ პრეზიდენტის სასახლისკენ, მაგრამ პოლიციამ შეაჩერა ისინი. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა უკან წაიღოს გადაწყვეტილება, რომ ელექტროენერგიის ფასი პირველი აგვისტოდან 16 პროცენტით გაიზარდოს. ერევანში აშშ-ის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გამოდა მოუწოდა მთავრობას, მომხდარი სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს.

XS
SM
MD
LG