Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში დაიწყო უკრაინის გარშემო შეხვედრა


გერმანიის, საფრანგეთის, ასევე უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარიზში დაიწყეს მოლაპარაკება უკრაინაში 15-თვიანი ომის დასრულების გზების გარშემო. მთავრობის ჯარსა და პრორუსული სეპარატისტების დაპირისპირებას შარშან აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ემსხვერპლა 6400 ადამიანი. თებერვალში, მინსკში, გერმანიის და საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული ზავი სრულად არ ხორციელდება. 23 ივნისის შეხვედრამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მინსკის მიმდინარე პერიოდის მსხვერპლი გვიჩვენებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არა თუ მყიფეა, არამედ სულ უფრო ხშირად ხდება მისი ყოველდღიური დარღვევა. ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, სხვა ფაქტორები ვერ მიიღწევა, თქვა გერმანელმა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG