Accessibility links

ერევანში დემონსტრაციები გრძელდება


სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალური გამზირი მესამე დღეა გადაკეტილია მომიტინგეთა და პოლიციის დაპირისპირების გამო. დემონსტრანტები ელექტროენერგიის გადასახადის მატებას აპროტესტებენ. 23 ივნისის საღამოს აქციის 7 ათასამდე მონაწილემ სცადა პრეზიდენტის რეზიდენციას მიახლოებოდა, თუმცა მათ გზა პოლიციამ გადაუკეტა. ასობით მომიტინგემ ნაგვის კონტეინერებისგან ბარიკადები აღმართა და ღამე ქუჩაში გაათენა. დღეს დილით ერევნის პოლიციის უფროსმა აშოტ კარაპეტიანმა მომიტინგეებს მიმართა და მათ მშვიდობიანად დაშლისაკენ მოუწოდა. ეს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებულა სომხეთში.

XS
SM
MD
LG