Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში განათავსებს სამხედრო ტექნიკას


რუსეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხეების გამო პენტაგონი ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში სამხედრო ტექნიკას განათავსებს. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამ ქვეყნებში აშშ-ის მიერ 250 ტანკის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა გააკეთა ტალინში ყოფნისას. მისი თქმით, ეს ქვეყნებია ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ნაწილი ამ შეიარაღებისა გერმანიაშიც განთავსდება.

XS
SM
MD
LG