Accessibility links

logo-print

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, სასმელი წყალი უსაფრთხოა


კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. როგორც კომპანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსახლეობისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არ აქვს არანაირი კავშირი მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით არაგვის ხეობიდან მარაგდება. სასმელი წყალი მრავალჯერად დამუშავება-ფილტრაციას გადის და 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება.

XS
SM
MD
LG